Facebook-სტატუსები
„ტიპს 40 კილომეტრში ტანკი უდგას და რომ დაქოქოს, რამდენიმე საათში თბილისს მოადგება… ვიცით, როგორ შევასწროთ ნატოში ცოცხლებმა? - მერაბ მეტრეველი
„ტიპს 40 კილომეტრში ტანკი უდგას და რომ დაქოქოს, რამდენიმე საათში თბილისს მოადგება… ვიცით, როგორ შევასწროთ ნატოში ცოცხლებმა? - მერაბ მეტრეველი

 „საქართველოს რუსეთთან დაკავშირებით დღეს შეიძლება ერთადერთი მიზანი ჰქონდეს და მთელი პოლიტიკა ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს: როგორმე ცოცხლებმა შევასწროთ ნატოში” - ამის შესახებ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ყველაფერი სხვა მეასეხარისხოვანია და წყლის უბრალო ნაყვაა...

„ტიპს 40 კილომეტრში ტანკი უდგას და რომ დაქოქოს, რამდენიმე საათში თბილისს მოადგება. როგორც კი ნატოში ჩვენი გაწევრიანება რეალური გახდება და კონკრეტულ კონტურებს მიიღებს (მაგალითად, მაპს მოგვცემენ), ვინაა იმის გარანტი, რომ იმ დღესვე არ დაქოქავს? გვაქვს გეგმა, რას ვშვებით ამ დროს? არ დაგავიწყდეთ, რომ ჯერ ნატოს წევრები არ ვიქნებით და ჩვენი იარაღით დაცვის ვალდებულება არავის ექნება. ვიცით, როგორ შევასწროთ ნატოში ცოცხლებმა?


სხვათაშორის, ევროპელი დიპლომატები ჩვენებს პირად საუბრებში სწორედ ამ მიზეზსს უსახელებენ მაპის არმოცემის მიზეზად. არ გვინდა ლომის ხახაში შეგაგდოთო. ჰოდა, მაპსაც არავინ მოგვცემს, ვიდრე ამ კითხვაზე პასუხი არ იქნება. „ - წერს მერაბ მეტრეველი