პოლიტიკა
„რაც ვერ ჩაეტევა ნაგვის ბუნკერში, სად დავყაროთ, სითი პარკის გამონთავისუფლებულ ადგილებზე, თუ ევიტანოთ უკან სახლში მომდევნო 20.00–მდე?”- ირინა სარიშვილი
„რაც ვერ ჩაეტევა ნაგვის ბუნკერში, სად დავყაროთ, სითი პარკის გამონთავისუფლებულ ადგილებზე, თუ ევიტანოთ უკან სახლში მომდევნო 20.00–მდე?”- ირინა სარიშვილი

„ჩემ სიცოცხლეში სიგარეტი, ავტობუს–ტროლეიბუსის ბილეთი და საერთოდ არაფერი ქუჩაში არ დამიგდია, მაგრამ არც სახლში მიმქონდა 20.00–მდე შესანახად” - ირინა სარიშვილი ნაგვის ბუნკერებზე გაკეთებულ წარწერას ეხმაურება, რომლითაც მოქალაქეებს ნაგვის გადაყრას საღამოს საათებში ურჩევენ.  

„ამ ნაგვის ბუნკერებს რო სვეცკად აწერია 20.00–მდე გთხოვთ ნაგავს ნუ გადაყრით, იზრუნეთ ჩვენი ქალაქის სისუფთავეზეო, სისუფთავეზე მზრუნველებს აქვთ კორპუსებში ისეთი ადგილი, რომ 20.00–მდე თავმოყრილი ნაგავი შეინახონ და პარალელურად საკუთარი ბინების სისუფთავეზეც იზრუნონ?

ან ყველას შეუძლია სინათლის სხივის სიჩქარით გაექანოს 20.00–ზე ბუნკერთან, სადაც 20.05–ზე უკვე ადგილი აღარ არის? რაც ვერ ჩაეტევა, სად დავყაროთ, სითი პარკის გამონთავისუფლებულ ადგილებზე, თუ ევიტანოთ უკან სახლში მომდევნო 20.00–მდე? 


ჩემ სიცოცხლეში სიგარეტი, ავტობუს–ტროლეიბუსის ბილეთი და საერთოდ არაფერი ქუჩაში არ დამიგდია, მაგრამ არც სახლში მიმქონდა 20.00–მდე შესანახად. 


ვაი თქვენს პატრონს”- წერს ირინა სარიშვილი.