პოლიტიკა
გია ხუხაშვილი: ამის შემდეგ, რუსეთი ყოველთვის, როცა პრეტენზია გაგვიჩნდება, მიგვითითებს პრემიერის პათოსზე
გია ხუხაშვილი: ამის შემდეგ, რუსეთი ყოველთვის, როცა პრეტენზია გაგვიჩნდება, მიგვითითებს პრემიერის პათოსზე

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი რუსეთის საგარეო უწყების მიერ  საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის საპასუხოდ გაკეთებული განცხადების შინაარსა და ფორმას აფასებს.  მისი თქმით, მიმოწერის შემდეგ შეიქმნა მოცემულობა, რომელიც პირობითად სამ ასპექტში შეიძლება იქნეს განხილული. 

„დღეისათვის ასეთი მოცემულობა შეიქმნა.


ფორმა (მადლობა გ. ბასილაძეს): პრემიერ-მინისტრს უპასუხა არა პრეზიდენტმა, არა მინისტრმა, არა თუნდაც სამინისტრომ, არამედ სამინისტროს ინფორმაციის დეპარტამენტმა.

1.შინაარსი: შეიქმნა ორმხრივი განწყობა, რომ ჩვენ პირდაპირ ვესაუბროთ აფხაზებს და ოსებს და რუსეთმა აქ მედიატორის (არა მხარის) კეთილშობილური (არა კეთილ&&&&ლი, როგორც პრემიერი იტყოდა) როლი ითამაშოს. ბუნებრივია, ამის შემდეგ, რუსეთი ყოველთვის, როცა პრეტენზია გაგვიჩნდება, მიგვითითებს პრემიერის პათოსზე.


2. ჟენევის ფორმატი: აქ თეორიულად შეიძლება რაღაც პოზიტიური გაჩნდეს, მაგრამ პრაქტიკულად, შეიძლება ჩვენ “ავწიოთ” პრემიერამდე, იმათმა კი “დაწიონ” ზახაროვამდე”, თუ მიწერ-მოწერით ვიმსჯელებთ.


3. დრო: ახლა ასეთი თამაშების დასაწყებად უკიდურესად არასახარბიელო დროა, რადგან ვიმყოფებით რუსეთ-დასავლეთის გლობალური დაპირისპირების მწვავე ფაზაში."- წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.