საზოგადოება
გოჩა ენუქიძე: დარწმუნებული ვარ, დედაქალაქის მერიისგან პარკირების სამართლიან სისტემას მივიღებთ
გოჩა ენუქიძე: დარწმუნებული ვარ, დედაქალაქის მერიისგან პარკირების სამართლიან სისტემას მივიღებთ

„გარდა დედაქალაქის მთავრობისა, მოსახლეობასაც ბევრი კითხვა და პრეტენზია გააჩნდა აღნიშნული კომპანიის ქმედებებთან დაკავშირებით." - ამ კომენტარით ფრაქცია „ქართული ოცნება- ძლიერი ეკონომიკის“ თავმჯდომარე, გოჩა ენუქიძე თბილისის მერიის მიერ კომპანია „სითი პარკთან“ კონტრაქტის გაუქმების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, თბილისის მერმა მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება „სითი პარკთან“ კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე.

„დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში დედაქალაქის მერიისგან მივიღებთ პარკირების სამართლიან სისტემას, რომელიც განტვირთავს ქალაქის ცენტრალურ უბნებს, ასევე ორიენტირებული იქნება არა მხოლოდ მძღოლებისთვის მოსახერხებელი პარკირების ადგილების შექმნაზე, არამედ, გაითვალისწინებს ფეხით მოსიარულე ადამიანების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.“ - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნება- ძლიერი ეკონომიკის“ თავმჯდომარე გოჩა ენუქიძემ.