სამართალი
ნიკა გვარამია: ცხოვრებაში პირველად, 2 საათის განმავლობაში ვესაუბრებოდი ნამდვილ მძევალს
ნიკა გვარამია: ცხოვრებაში პირველად, 2 საათის განმავლობაში ვესაუბრებოდი ნამდვილ მძევალს

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს „მატროსოვის ციხეში" შეხვდა. 

ნიკა გვარამიას თქმით, ის საქმეში ადვოკატის სტატუსით მსჯავრდებულის სურვილით ჩაერთო. 

„ამ წუთას გამოვედი მატროსოვის ციხიდან. მისივე თხოვნით ადვოკატის სტატუსით შევხვდი დეკანოზ მამალაძეს. ღრმა შოკში ვარ არა მარტო მოსმენილით, ცხოვრებაში პირველად 2 საათის განმავლობაში ვესაუბრებოდი ნამდვილ მძევალს." - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.