მსოფლიო   NEWS
სტივენ ჰოკინგი გარდაიცვალა
სტივენ ჰოკინგი გარდაიცვალა

76 წლის ასაკში გამოჩენილი ფიზიკოსი და ასტროფიზიკოსი  სტივენ ჰოკინგი გარდაიცვალა. 

ჰოკინგს  21 წლის ასაკში განუვითარდა ლუ გერიგის დაავადება ანუ ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი — მძიმე განუკურნებელი ნევროლოგიური დაავადება, რომელიც  ადამიანს უკარგავს მოძრაობის უნარს და მას სრულიად უმწეოს ხდის. აღნიშნულმა დაავადებამ მეცნიერი  საბოლოოდ 30 წლის ასაკში დამბლამდე მიიყვანა. 

მიუხედავად მძიმე დაავადებისა სტივენი აქტიურ სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა. ის იყო ერთი-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიზიკოსი. ჰოკინგი ძირითადად მოღვაწეობდა კოსმოლოგიასა და კვანტურ გრავიტაციაში. მისი სამეცნიერო მოღვაწეობა მიმართული იყო დიდი აფეთქების ფიზიკური საფუძვლების ახსნასა და შავი ხვრელების შიგნით სივრცისა და დროის მნიშვნელოვანი დეფორმაციის გამოკვლევისკენ. როჯერ პენროუზთან ერთად მან დაასკვნა, რომ აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორიის მიხედვით დრო და სივრცე შეიქმნა დიდი აფეთქების დროს. 

ჰოკინგს მიღებული აქვს 12 საპატიო სამეცნიერო წოდება; არის მრავალი პრემიის, მედლებისა და ორდენების კავალერი, იყო დიდი ბრიტანეთის სამეფო სამეცნიერო საზოგადოებისა და ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიის წევრი.

ჰოკინგი ორჯერ იყო დაქორწინებული. მას პირველი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს -  ერთი გოგო და ორი ბიჭი.