საზოგადოება
დღეს ავსტრიიდან 15 ქართველს საქართველოში დააბრუნებენ
დღეს ავსტრიიდან 15 ქართველს საქართველოში დააბრუნებენ

დღეს ავსტრიიდან საქართველოს მოქალაქეების ერთი ჯგუფის რეადმისია განხორციელდება. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, სამშობლოში იმ პირებს დააბრუნებენ, ვისაც ევროკავშირის ქვეყნებში ყოფნის ვადები ჰქონდა დარღვეული. 

საქართველოს მოქალაქეებს ვენიდან სპეციალური რეისით ჩამოიყვანენ. ამ ეტაპზე საუბარია საქართველოს 15-მდე მოქალაქეზე.