საზოგადოება
ქუთაისში ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ
ქუთაისში ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ

"გადავარჩინოთ ქუთაისი ნამახვანის საფრთხისგან", "არა დიდ ჰესებს", "ნუ ჩაგვძირავთ", "მზე და ქარი ჰესების ალტერნატივაა" - ამ ლოზუნგებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ქუთაისში, ჯაჭვის ხიდთან. 

ადგილზე შეკრებილები დიდი ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ მათი აშენების შემთხვევაში ბევრ სოფელს დატბორვა და ეკოლოგიური კატასტროფა ემუქრება.

აქციის მონაწილეების თქმით, განადგურდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ფლორა და ფაუნა. მათი განმარტებით, კასკადების მშენებლობა სეისმურად და მეწყრულად საშიშ ზონებში იგეგმება. მოსახლეობის პროტესტს არასამთავრობო ორგანიზაციებიც შეუერთდნენ.

წყარო: imedinews.ge