პოლიტიკა
საქართველოს ელჩმა სურინამის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა
საქართველოს ელჩმა სურინამის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სურინამის რესპუბლიკაში (რეზიდენციით ქ. ბრაზილია) დავით სოლომონიამ, რწმუნებათა სიგელები გადასცა სურინამის რესპუბლიკის პრეზიდენტს, დეზირე დელანო ბუტერსეს. 
 
რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ სურინამის  რესპუბლიკის პრეზიდენტმა ქართველ დიპლომატთან შეხვედრა გამართა. შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-სურინამის ურთიერთობასა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, როგორც ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, ისე კარიბის ზღვის აუზის რეგიონული ორგანიზაციების ფარგლებში.
 
სურინამის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ახლადდანიშნულ ელჩს შემდგომ  საქმიანობაში წარმატებები უსურვა. თავის მხრივ, დავით სოლომონიამ აღნიშნა, რომ საქართველოს ელჩის რანგში, იგი ძალისხმევას არ დაიშურებს ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურებისათვის.