პოლიტიკა
საქართველოს ელჩმა არგენტინის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა
საქართველოს ელჩმა არგენტინის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

არგენტინა -არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა, პრეზიდენტის სასახლეში, რწმუნებათა სიგელები გადასცა არგენტინის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მაურისიო მაკრის. რწმუნებათა სიგელების გადაცემის შემდეგ, შედგა საქართველოს ელჩის შეხვედრა არგენტინის პრეზიდენტთან. განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები. შეხვედრას ესწრებოდნენ არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ხორხე ფორი და პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი საგარეო და სტრატეგიულ საკითხებში- ფულვიო პომპეო.

პრეზიდენტის სასახლეში რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ, არგენტინის ეროვნული გმირის, გენერალ ხოსე სან მარტინის მოედანზე, საქართველოს სახელით, ირაკლი ყურაშვილმა სამხედრო ჰიმნის თანხლებით, გვირგვინით შეამკო გენერალ სან მარტინის ძეგლი.