Facebook-სტატუსები
"გენიალური ქართული ხალხური მუსიკის სუპერუნიჭო სუროგატი" - ნიკა გვარამია “ევროვიზიის” კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლის სიმღერას ეხმაურება
"გენიალური ქართული ხალხური მუსიკის სუპერუნიჭო სუროგატი" -  ნიკა გვარამია “ევროვიზიის” კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლის სიმღერას ეხმაურება

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია “ევროვიზიის” კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლის სიმღერას ეხმაურება და "უკიდურეს უნიჭობას" უწოდებს.

“გენიალური ქართული ხალხური მუსიკის სუპერუნიჭო სუროგატი. სად იწყება, სად მთავრდება, კაცი ვერ გაიგებს. მელოდია ამას არა აქვს და ჰარმონია ყურს ჭრის.

მოკლედ, ყველაფერი, სადაც საზმაუა ჩართული, უკიდურესი უნიჭობა და სიბანძეა. მართლა ის წითელკურტკიანი ბიჭი უნდა შეუსიო მაგათ წკეპლით”, – წერს გვარამია.