კულტურა
პრემია „საბას“ 2018 წლის მონაწილეთა სია გამოქვეყნდა
პრემია „საბას“ 2018 წლის მონაწილეთა სია გამოქვეყნდა

ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბას“ მონაწილეთა სია გამოქვეყნდა. 2018 წელს პრემიის მოპოვებას სხვადასხვა ნომინაციაში გამომცემლების მიერ წარდგენილი 107 წიგნი ეცდებაა. გამოქვეყნებულ ჩამონათვალს დაემატება მხოლოდ „ქართული ნაწარმოების უცხოური თარგმანის“ ნომინაცია. 

წლის საუკეთესო პოეტური კრებულის ნომინაციაში ბიზნესმენ ლევან ვასაძის ლექსებიც არის წარდგენილი. კრებული გამომცემლობა „ექსპრესს ბუქსმა" გამოსცა.

პრემია გაიცემა შემდეგ ნომინაციებში:

1. წლის საუკეთესო რომანი

2. წლის საუკეთესო პოეტური კრებული

3. წლის საუკეთესო პროზაული კრებული

4. წლის საუკეთესო პიესა

5. წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი

6. წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა

7. წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

8. უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი

9. ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი

10. საუკეთესო ელექტრონული წიგნი

11. პრემია „საბა“ ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის

სრული სია იხილეთ ამ ლინკზე.