Facebook-სტატუსები
"დეკანოზი ქვლივიძე იძახის, რომ გველეშაპი პირიდან მარიხუანას ბოლს უშვებს" - ზურაბ ჯაფარიძე
"დეკანოზი ქვლივიძე იძახის, რომ გველეშაპი პირიდან მარიხუანას ბოლს უშვებს" - ზურაბ ჯაფარიძე

"გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე Facebook-ის პირად გვერდზე წერს, რომ დეკანოზი ''დავით ისაკაძე ფაშისტური ხედვებით გამორჩეული მავნებელია''. 

"ფაშისტური ხედვებით გამორჩეული დეკანოზი დავით ისაკაძე

1. არის ჩვეულებრივი მატყუარა, როდესაც აცხადებს, რომ ევროპის ყველა ქვეყანაში მარიხუანას გამო, ადამიანებს სჯიან

2. არის ცილისმწაბელი, როდესაც აცხადებს, რომ ''გირჩი'' დაინტერესებულია ნარკოტიკების რეალიზაციით

3. არის უცოდინარი ან მიზანმიმართული მავნებელი, რადგან ვერ ან არ იაზრებს, რომ სწორედ არსებული ნარკოპოლიტიკა განაპირობებს იმ პრობლემებს, რომელთა წინააღმდეგაც თითქოს იბრძვის

ხოლო მეორე, ფაშისტური ხედვებით არანაკლებ გამორჩეული დეკანოზი დავით ქვლივიძე, უბრალოდ ყურადღებამისაქცევია, რადგან სრული სერიოზულობით აცხადებს, რომ გველეშაპი, რომელსაც წმ. გიორგი ჰკლავს, პირიდან უშვებს ბოლს და ეს ბოლი არის მარიხუანას ბოლი",-წერს ჯაფარიძე.