საზოგადოება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად აღდგა
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად აღდგა

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად აღდგა. დღეს, რამდენიმე საათის განმავლობაში „სადგურის მოედნიდან" „ახმეტელის თეატრის" მიმართულებით მგზავრებს მეტროპოლიტენით გადაადგილება არ შეეძლოთ. 

შეფერხების მიზეზი „დიდუბის" სადგურზე მომხდარი შემთხვევა იყო. სატრანსპორტო კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 70 წლამდე მამაკაცს მატარებელი დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.  

დიდუბე-გოცირიძის მონაკვეთზე მამაკაცი აკრძალულ ზონაში, ლიანდაგებზე მოძრაობდა. მემანქანის მიერ დროული რეაგირებისა და დამუხრუჭების მიუხედავად, შეჯახების არიდება ვერ მოხერხდა. 
გარდაცვალების ფაქტი დადგენილია სასწრაფო სამედიცინო ეკიპაჟის მიერ." 

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერჯერობით განცხადება არ გაუვრცელებია.