საზოგადოება
ზუგდიდში შიდა გზების ორმული შეკეთება იწყება
ზუგდიდში შიდა გზების ორმული შეკეთება იწყება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით პროექტი გზების ორმულ  შეკეთებას გულისხმობს. პირველ ეტაპზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები - ბარამიას, კ.გამსახურდიას, თავისუფლების, მეუნარგიას, პუშკინის, ქუთაისის, მესხიას, თამარ მეფისა და ჯანაშიას ქუჩებზე განხორციელდება.

სამუშაოებისთვის  ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 000 ლარამდეა გამოყოფილი.

წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტის დასრულების შემდგომ, ამ გზების სრული რეაბილიტაცია იგეგმება.