პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ანგელა მერკელს ულოცავს გერმანიის კანცლერის პოსტის მეოთხე ვადით დაკავებას
ირაკლი კობახიძე ანგელა მერკელს ულოცავს გერმანიის კანცლერის პოსტის მეოთხე ვადით დაკავებას

“საქართველოს პარლამენტის სახელით, ვულოცავ ანგელა მერკელს გერმანიის კანცლერის პოსტის მეოთხე ვადით დაკავებას. დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო წლების განმავლობაში, ანგელა მერკელის ხელმძღვანელობით, ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი გერმანია წარმატებით გააგრძელებს თავისი უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებას თავისუფალი და დემოკრატიული სამყაროს მშენებლობასა და კიდევ უფრო გაძლიერებაში. მოველით ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობისა და ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას”. - ირაკლი კობახიძე