პოლიტიკა
საქართველოს ელჩმა ბრუნეი დარუსალამის მეფეს რწმუნებათა სიგელები გადასცა
საქართველოს ელჩმა ბრუნეი დარუსალამის მეფეს რწმუნებათა სიგელები გადასცა

ქ. ბანდერ სერი ბეგავანში-საქართველოს ელჩმა, ნიკოლოზ აფხაზავამ რწმუნებათა სიგელები გადასცა ბრუნეი დარუსალამის სულთანს, მის უდიდებულესობა ჰაჯი ჰასანალ ბოლკიაჰ მუიზადინ ვადაულაჰს. რწმუნებათა სიგელების გადაცემის საზეიმო ცერემონია ბრუნეიში ეროვნულ სასახლეში გაიმართა. ცერემონიაში 23-მა არარეზიდენტმა ელჩმა მიიღო მონაწილეობა.

საზეიმო ცერემონიის შემდეგ გაიმართა აუდიენცია, სადაც მხარეებმა მოკლედ განიხილეს საქართველოს და ბრუნეი დარუსალამს შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები.