პოლიტიკა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ საკანონმდებლო ინიციატივის „ბოლო საცხოვრისის მიმართ იძულებითი აღსრულების შესახებ“ კანონპროექტის შესწავლად შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“  საკანონმდებლო ინიციატივის „ბოლო საცხოვრისის მიმართ იძულებითი აღსრულების შესახებ“ კანონპროექტის შესწავლად შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“  საკანონმდებლო ინიციატივის „ბოლო საცხოვრისის მიმართ იძულებითი აღსრულების შესახებ“ კანონპროექტის შესწავლასთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი მოქალაქეების  უსახლკაროდ დარჩენისაგან დაცვას და კრედიტორსა და მოვალეს შორის არსებული ურთიერთობების  დაბალანსებას ითვალისწინებს.

ინიციატორთა განმარტებით კანონპროექტმა უნდა მოაწესრიგოს საქართველოს ტერიტორიაზე „ბოლო საცხოვრისის“ მიმართ იძულებითი აღსრულების წესი და პირობები. ასევე  განიმარტება „ბოლო საცხოვრისისა“ და „ოჯახის წევრის“ და სხვა ცნებები. პროექტით განისაზღვრება აღსრულების თავისებურებანი და შესაბამისი პროცედურები.

გასული წლის დეკემბერში, როდესაც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში განსახილველად შემოვიდა კანონპროექტი, განხილვის შემდეგ კომიტეტმა დოკუმენტი არასაკმარისად მომზადებულად მიიჩნია და დამატებითი კონსულტაციების გამართვის მიზნით მიზანშეწონილად ჩათვალა სამუშაო ჯგუფის შექმნა.

დღეს გამართულ შეხვედრაზე განსხვავებული მოსაზრებები და წინადადებები გამოითქვა. განსაკუთრებული ყურადღება ტერმინთა განმარტების საკითხს დაეთმო. ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ, სამუშაო ჯგუფის წევრებს შესთავაზა უახლოეს დღეებში თავიანთი არგუმენტირებული წინადადებები წარმოადგინონ  „ბოლო საცხოვრისის“, „ოჯახის წევრის“ და სხვა ტერმინების დეფინიციასთან  დაკავშირებით, ასევე აღსრულების თავისებურებებისა და შესაბამისი პროცედურების თაობაზე, რის შესახებაც ორი კვირის შემდეგ გამართულ სამუშაო შეხვედრაზე გაგრძელდება მსჯელობა.