კულტურა
ჩინურმა მედია სააგენტომ საქართველოს ელჩი დააჯილდოვა
ჩინურმა მედია სააგენტომ საქართველოს ელჩი დააჯილდოვა

ცნობილმა ჩინურმა მედია სააგენტომ „Home And Abroad News Press“, სააგენტოს 17 წლისთავის საიუბილეო მიღებაზე, საქართველოს ელჩი დავით აფციაური დააჯილდოვა, როგორც „წლის ახალი ამბების ადამიანი“ და გადასცა ჯილდო საქართველოსა და ჩინეთს შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობისათვის.

მიღებაზე საქართველოს ელჩი სიტყვით გამოვიდა და ბოლო წლების განმავლობაში საქართველო-ჩინეთს შორის ურთიერთობების განვითარების სწრაფ დინამიკაზე ისაუბრა. დავით აფციაურმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს დაჯილდოვებისთვის, რაც, ელჩის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის ნათელი დადასტურებაა.  

აღსანიშნავია, რომ სააგენტოს საიუბილეო საღამოზე მისულ 200-მდე სტუმარს, კომპანია „ქვევრი“ ქართული ღვინით გაუმასპინძლდა.