კულტურა
22 მარტს საქართველოს ალექსანდრე ლუკაშენკო ეწვევა
22 მარტს საქართველოს ალექსანდრე ლუკაშენკო ეწვევა

22 მარტს საქართველოს ალექსანდრე ლუკაშენკო ეწვევა. ინფორმაციას ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ლუკაშენკო პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდება. მხარეები ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივაზე იმსჯელებენ. განიხილავენ პროდუქციის მიწოდების გზების დივერსიფიკაციას, საერთო საწარმოების გახსნის შესაძლელობებს, თანამშრომლობას სამეცნიერო, სამედიცინო და განათლების სფეროებში. ასევე  იმსჯელებენ პოლიტიკურ თანამშრომლობაზე, საერთაშორისო კონტაქტებზე და რეგიონსა და მსოფლიოში შექმნილ სიტუაციაზე.

ვიზიტის ფარგლებში, ბელარუსის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს შეხვდება.