კულტურა
უკრაინაში წლის მთავარ თეატრალურ დაჯილდოვებაზე ქართველი რეჟისორის, ირაკლი გოგიას სპექტაკლი “ხანუმა“ სამ საუკეთესო ნომინანტს შორის მოხვდა
უკრაინაში წლის მთავარ თეატრალურ დაჯილდოვებაზე ქართველი რეჟისორის,  ირაკლი გოგიას სპექტაკლი “ხანუმა“  სამ საუკეთესო ნომინანტს შორის მოხვდა

უკრაინაში წლის მთავარ თეატრალურ დაჯილდოვებაზე ქართველი რეჟისორის, ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის,  ირაკლი გოგიას ნამუშევარი სამ საუკეთესო ნომინანტს შორის მოხვდა.

რეჟისორის მიერ კიევის ნაციონალური ოპერეტისა და მიუზიკლის თეატრში დადგმული სპექტაკლი “ხანუმა”, რომლის კომპოზიტორიც გია ყანჩელია, ხოლო ქორეოგრაფი გია მარღანია,  წლის საუკეთესო სპექტაკლის ნომინაციაზეა ნომინირებული. წლის საუკეთესო სცენოგრაფის ტიტულის მოსაპოვებლად კი ამავე სპექტაკლით ახმეტელის თეატრის მხატვარი მარიკა კვაჭაძე იბრძოლებს.

უკრაინელი მსახიობი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის მსახიობი ანნა დობნაია ასევე ირაკლი გოგიას სპექტაკლიდან ”ხანუმა” არის წარდგენილი.

იხ. წლის საუკეთესო თეატრალური ქმნილების კონკურსში მონაწილეთა სია