ყვითელი გვერდი
“რაღაცნაირი, უცნაური შეგრძნებები დამეწყო” - გურამ შეროზია
“რაღაცნაირი, უცნაური შეგრძნებები დამეწყო” - გურამ შეროზია

„მხოლოდ ფრინველები რომ მივირთვა და ცხოველებზე უარი ვთქვა, ცოტათი ვეგეტარიანელობაში და შესაბამისად, ცხოველების მიმართ სოლიდარობაში არ ჩამეთვლება?...“- ცნობილი ბლოგერი, გურამ შეროზია ცხოველების მიმართ გაჩენილ სოლიდარობაზე საუბრობს, „უცნაურ შეგრძნებებს“ უჩივის და საზოგადოებას რჩევას სთხოვს.

„რაღაცნაირი, უცნაური შეგრძნებები დამეწყო...

როცა ვხედავ ხორცისგან მომზადებულ კერძებს, განსაკუთრებით იმათ, რომლებიც საწყის (სოცოცხლეში როგორიც იყვნენ) მდგომარეობას ძალიან ჰგავს: ტაბაკა, თვალებდაჭყეტილი თევზი, გოჭი პირში ბოლოკით, ა.შ. - წარმოვიდგენ არც ისე დიდი ხნის წინ როგორ დარბოდნენ...

მათი მოკვლის პროცესსაც წარმოვიდგენ, ლომისობასაც და ცხვრების თავების ცაში სროლასაც და ვხვდები, რომ აღარ შემიძლია მეტი.

რასაც ვერ ველევი, ესაა: ქათმის სტეიკი, ქათმისვე მწვადი, ხინკალი და კიდევ ერთი-ორი კერძი...

მხოლოდ ფრინველები რომ მივირთვა და ცხოველებზე უარი ვთქვა, ცოტათი ვეგეტარიანელობაში და შესაბამისად, ცხოველების მიმართ სოლიდარობაში არ ჩამეთვლება?...

მირჩიეთ რამე... გაორება მჭირს.“- წერს გურამ შეროზია