საზოგადოება
კახეთში ლეიშმანიოზი 7 მცირეწლოვანს დაუდგინდა
კახეთში ლეიშმანიოზი 7 მცირეწლოვანს დაუდგინდა

კახეთში ლეიშმანიოზის შვიდი შემთხვევაა დაფიქსირებული. ბოლო სამი თვის განმავლობაში, თელავში, გურჯაანსა და დედოფლისწყაროში ორ-ორი შემთხვევა, ხოლო ყვარელში დაავადების ერთი შემთხვევაა გამოვლენილი. 

როგორც ცნობილია შვიდივე დაავადებული პაციენტი ბავშვია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი  მშობლებს მოუწოდებს, მწერებთან და ძაღლებთან მიმართებაში ყურადღებით იყვნენ, რადგან ლეიშმანიოზის ერთ-ერთი მთავარი გადამტანები სწორედ ისინი არიან.