კულტურა
ბუენოს-აირესის რელიგიური ფილმის საერთაშორისო ფესტივალი (ARFECINE) ქართული ფილმით გაიხსნა
ბუენოს-აირესის რელიგიური ფილმის საერთაშორისო ფესტივალი (ARFECINE) ქართული ფილმით გაიხსნა

ქართველი რეჟისორის, ზაზა ურუშაძის ახალი ფილმით ,,აღსარება” გაიხსნა ბუენოს-აირესში, რელიგიური ფილმის საერთაშორისო ფესტივალი (ARFECINE). ფესტივალზე ფილმის ჩვენება არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, ფესტივალის ხელმძღვანელობისა და ,,Alliance Française”-ეს ორგანიზებით განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ ცნობილ არგენტინულ კინოფესტივალზე ქართული ფილმის ჩვენება განხორციელდა არგენტინაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა არგენტინაში საქართველოს ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა.

ფილმის ჩვენებას დაესწრნენ ბუენოს-აირესში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, არგენტინული საზოგადოების კულტურული და პოლიტიკური წრეებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები. ფილმის ჩვენების პარალელურად გაიმართა ქართული ღვინოს დეგუსტაცია.