მსოფლიო   NEWS
„ეს იყო აგრესიის აქტი სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ“ - ვლადიმერ პუტინი სირიაზე განხორციელებულ თავდასხმას აფასებს
„ეს იყო აგრესიის აქტი სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ“ - ვლადიმერ პუტინი სირიაზე განხორციელებულ თავდასხმას აფასებს

 „ეს იყო აგრესიის აქტი სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ“ - რუსეთის პრეზიდენტი სირიაზე განხორციელებულ თავდასხმას აფასებს. მისი თქმით, ასეთი ქმედებებით ამერიკის შეერთებული შტატები აღრმავებს ჰუმანიტარულ კატასტროფას სირიაში, მოაქვს სერიოზული პრობლემები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, ხელს უწყობს ტერორისტებს, რომლებიც 7 წლის განმავლობაში ტანჯავენ ადგილობრივ მოსახლეობას და ასევე პროვოცირებას ახდენს ლტოლვილების ახალი ტალღის.

„რუსეთი გმობს სირიაზე თავდასხმას, სადაც რუსული სამხედროები ეხმარებიან კანონიერ ხელისუფლებას ტერორიზმთან ბრძოლაში. ახლანდელი სიტუაციის ექსკალაცია დამანგრეველ გავლენას ახდენს მთელი საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაზე, ისტორია ყველაფერს საკუთარ ადგილს მიუჩენს,“ - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო კოალიციამ, რომელშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთია გაერთიანებული, სირიაში სარაკეტო დარტყმები განახორციელეს.

იხ. ვრცლად