საზოგადოება
„სარაკეტო დარტყმები სირიის ქიმიურ იარაღთან დაკავშირებულ ობიექტებზე იყო საჭირო და შესაბამისი პასუხი ქიმიური იარაღით უდანაშაულო მოსახლეობაზე მიტანილი იერიშისთვის“ - მიხეილ ჯანელიძე
„სარაკეტო დარტყმები სირიის ქიმიურ იარაღთან დაკავშირებულ ობიექტებზე იყო საჭირო და შესაბამისი პასუხი ქიმიური იარაღით უდანაშაულო მოსახლეობაზე მიტანილი იერიშისთვის“ - მიხეილ ჯანელიძე

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სირიაში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მხრიდან განხორციელებულ დარტყმას ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა.

მინისტრის განცხადებით აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მხრიდან განხორციელებული სარაკეტო დარტყმები შესაბამისი პასუხი იყო.  

“აშშ-ის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის სარაკეტო დარტყმები სირიის ქიმიურ იარაღთან დაკავშირებულ ობიექტებზე იყო საჭირო და შესაბამისი პასუხი ქიმიური იარაღით უდანაშაულო მოსახლეობაზე მიტანილ იერიშზე. ქიმიური იარაღის გამოყენება არის მიუღებელი და დამნაშავეებმა უნდა აგონ პასუხი” - აღნიშნულია მიხეილ ჯანელიძის განცხადებაში.