მსოფლიო   NEWS
„ეს არის ყოვლისშემძლეობის დემონსტრირება, აშშ ფიქრობს, რომ ის არის მსოფლიოსთვის ერთადერთი მოსამართლე, პროკურორი და ამავდროულად, ჯალათიც“- რუსი სამხედრო ექსპერტი
„ეს არის ყოვლისშემძლეობის დემონსტრირება, აშშ ფიქრობს, რომ ის არის მსოფლიოსთვის ერთადერთი მოსამართლე, პროკურორი და ამავდროულად, ჯალათიც“- რუსი სამხედრო ექსპერტი

„ეს არის ყოვლისშემძლეობის დემონსტრაცია. მათთვის სულერთია, რომ არსებობს საერთაშორისო სამართალი. ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოსთვის, მათი წარმოდგენით, არის ერთადერთი მოსამართლე, პროკურორი და ამავდროულად, ჯალათიც“- ამის შესახებ რუსმა სამხედრო ექსპერტმა, ვიქტორ ლიტოვკინმა აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ სირიაზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმების კომენტირებისას განაცხადა.  მისი თქმით, ასეთი თავდასხმების ფონზე სირიაში, სავსებით შესაძლებელია, რომ ტერორისტული დაჯგუფებები „გაცოცხლდნენ“.

„როდესაც უტევენ სახელმწიფოს, რომელშიც ებრძვიან ტერორისტებს, მათ (ტერორისტებს) იმედი ეძლევათ. ამიტომ ბოევიკები აგრძელებენ სირიაზე თავდასხმას. მით უმეტეს, რომ აშშ-მ გამოიყენა ისლამური სახელმწიფო რეჟიმის ცვლილებისთვის სირიაში, მაგრამ მათ ეს არ გამოუვიდათ. ახლა ისინი შურისძიების რეჟიმში არიან, რადგან სირია სუვერენულ ქვეყნად დარჩა და არ დაუხარა თავი აშშ-ს“- განაცხადა სამხედრო ექსპერტმა.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო კოალიციამ, რომელშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთია გაერთიანებული, სირიაში სარაკეტო დარტყმები განახორციელეს.

იხ. ვრცლად