საზოგადოება
VIDEO: თამაზ ელიზბარაშვილი ბარნოვზე მოკლულის ნათესავს: "ეს რა ოჯახი იყო!"
VIDEO: თამაზ ელიზბარაშვილი ბარნოვზე მოკლულის ნათესავს: "ეს რა ოჯახი იყო!"

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს თანამშრომელი გათავისუფლებას სთხოვს, რადგან მის ნათესავს, კონკრეტულად კი მამიდაშვილის მეუღლეს ყელი გამოჭრეს. ელიზბარაშვილი ვითარებაში გარკვევის შემდეგ უცნაურ შეფასებას აკეთებს და ქალს გაკვირვებით მიმართავს - ეს რა ოჯახი იყოო.

25 წლის გოგო ბარნოვზე გუშინ მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მოკლეს. მას ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.

პოლიცია სავარაუდო მკვლელს, მის მამინაცვალს ეძებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

წყარო: imedinews.ge