მსოფლიო   NEWS
"სირიელ ხალხზე ჯერ „არაბული გაზაფხული” გამოსცადეს, შემდეგ „ისლამური სახელმწიფო”, ახლა კი ამერიკული ჭკვიანი რაკეტები"
"სირიელ ხალხზე ჯერ „არაბული გაზაფხული” გამოსცადეს, შემდეგ „ისლამური სახელმწიფო”, ახლა კი ამერიკული ჭკვიანი რაკეტები"

სირიელ ხალხზე ჯერ „არაბული გაზაფხული” გამოსცადეს, შემდეგ „ისლამური სახელმწიფო”, ახლა კი ამერიკული ჭკვიანი რაკეტები, –  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა სირიაზე სამხედრო იერიშს ეხმაურება.

„იმ სუვერენული სახელმწიფოს დედაქალაქზე, რომელიც მრავალი წელია ცდილობს, გადარჩეს ტერორისტული აგრესიის პირობებში, დარტყმა განხორციელდა. ამ ყველაფრის უკან ისინი დგანან, ვინც პრეტენზიას აცხადებს მსოფლიოში მორალურ ლიდერობაზე, აცხადებს თავის განსაკუთრებულობაზე. ნამდვილად განსაკუთრებული უნდა იყო, რომ იმ მომენტში, როდესაც სირიამ მშვიდობიანი მომავლის შანსი მიიღო, ცეცხლი გაუხსნა მის დედაქალაქს”, – წერს მარია ზახაროვა სოციალურ ქსელში.

დღეს გამთენიისას აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის სამხედრო ძალებმა სირიაზე საჰაერო იერიში  მიიტანეს.