კულტურა
88 წლის ასაკში რეჟისორი ვიტორიო ტავიანი გარდაიცვალა
88 წლის ასაკში რეჟისორი ვიტორიო ტავიანი გარდაიცვალა

88 წლის ასაკში ცნობილი იტალიელი რეჟისორი და კინოსცენარისტი ვიტორიო ტავიანი გარდაიცვალა. რეჟისორი რომში გარდაიცვალა.

ფილმებზე ის თავის უმცროს ძმასთან პაოლოსთან ერთად მუშაობდა. ისინი კინოს სამყაროში ძმები ტავიანების სახელით არიან ცნობილი.

1977 წელს ძმებმა გადაიღეს ფილმი მამა-მარჩენალი, რომელშიც ასახეს სარდინიაზე გამეფებული ქრისტიანული, პატრიარქალური კულტურა. ამ ფილმისთვის მათ ოქროს პალმის რტო დაიმსახურეს .