პოლიტიკა
გედევან ფოფხაძე მისი ფაქსიმილეს გამოყენებაში სოფიო კილაძეს სდებს ბრალს
გედევან ფოფხაძე  მისი ფაქსიმილეს გამოყენებაში  სოფიო კილაძეს სდებს ბრალს

დეპუტატი გედევან ფოფხაძე, რომელიც უმრავლესობას საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძის მხარდაჭერის გამო გაემიჯნა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან სოფიო კილაძესთან კონფლიქტის დეტალების შესახებ საუბრობს. 

ფოფხაძის თქმით, დაპირისპირება მასსა და კილაძეს შორის ფაქსიმილემაც გამოიწვია.

"მოხდა რაღაც კონფლიქტი ჩვენ შორის, მივლინებაში ყოფნის დროს ჩემი ფაქსიმილე ჩემი ნებართვის გარეშე გამოიყენა, მე ვერ გავიგე ეს რატომ გააკეთა და აღარ მაინტერესებდა ამ ადამიანთან ურთიერთობა. მოვიკითხე, ვთქვი "ხალხო ამას რატომ აკეთებს ეს ადამიანი?", ეს ხომ სისხლის სამართის დანაშაულია", - აცხადებს გედევან ფოფხაძე.