სხვადასხვა
"გედევან ფოფხაძე არის ცილისმწამებელი კაცი"- სოფიო კილაძე
"გედევან ფოფხაძე არის ცილისმწამებელი კაცი"- სოფიო კილაძე

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე, მოადგილეს სიცრუეში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ფოფხაძის ხელმოწერა არ გაუყალბებია.

"გედი არის ცილისმწამებელი კაცი და მას ჭორაობას და ცილისწამებას ურჩევნია ის საქმე გააკეთოს, რაშიც ხელფასს იღებს, იმიტომ რომ საერთოდ არ დადის კომიტეტზე. რაც შეეხება სავარაუდო დანაშაულს, მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვთქვა: როგორ შემეძლო გამეყალბებინა ფაქსიმილე, როდესაც ფიზიკურად არ ვიყავი ქვეყანაში და ვიმყოფებოდი ჩინეთში. იურისტმა კაცმა უნდა იცოდეს , რომ თუ დანაშაულს დაფარავს, თვითონვე უნდა მიეცეს პასუხისგებაში. მაშინ გედის პასუხისმგებლობაზეც უნდა ვიფიქრო"-განაცხადა კილაძე.