სხვადასხვა
"ტატუნაშვილის ცხედრის გვიან გადმოცემა ექსპერტიზას ართულებს"- ქეთევან ციხელაშვილი
"ტატუნაშვილის ცხედრის გვიან გადმოცემა ექსპერტიზას ართულებს"- ქეთევან ციხელაშვილი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, რადგან არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა 26 დღის შემდეგ მოხდა, ექსპერტიზის ჩატარებას ართულებს.

“ფაქტი, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა 26 დღიანი დაგვიანებით მოხდა, თავისთავად ართულებს ექსპერტიზის ჩატარებას და სრულფასოვანი პროცესის წარმართვას. ბუნებრივია, ველოდები, რომ ამ დღეებში პირველადი შედეგები იქნება ცნობილი, რაც პირველ რიგში გამოძიებისთვის არის მნიშვნელოვანი და საკვანძო. ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ყველა მექანიზმს და ფორმატს გამოვიყენებთ, რომ გამოძიება ჩატარდეს მაქსიმალურად ეფექტურად. ჩვენი ამოცანა ამ ეტაპზე სწორედ ეს გახლავთ “, – განაცხადა ციხელაშვილმა.