კულტურა
არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი სალვადორის უნივერსიტეტს ეწვია
არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი სალვადორის უნივერსიტეტს ეწვია

არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ირაკლი ყურაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღნიშვნის ფარგლებში სალვადორის უნივერსიტეტს ეწვია, სადაც უნივერსიტეტის რექტორთან, კარლოს სალვადორეს დე არსუაგასთან შეხვედრა გამართა. მათ სალვადორის უნივერსიტეტსა და ქართულ უმაღლეს სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

რექტორთან შეხვედრის შემდეგ, ელჩმა ირაკლი ყურაშვილმა საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკური მეცნიერების სტუდენტებს საჯარო ლექცია წაუკითხა თემაზე ,,საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები''. არგენტინელ სტუდენტებს ელჩმა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები გააცნო და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, საქართველო-არგენტინის ორმხრივი ურთერთობების პერსპექტივებზე. ელჩმა ასევე  ეკონომიკურ დიპლომატიასა და საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოზე ისაუბრა.

ლექციის დასასრულს, არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა. სტუდენტებს დაურიგდათ საინფორმაციო მასალა საქართველოს შესახებ: ბროშურები საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ, საქართველოს ისტორიის წიგნები და ტურისტული ხასიათის ინფორმაცია.