სხვადასხვა
ჩინეთში ბავშვი მშობლების გარდაცვალებიდან 4 წლის შემდეგ დაიბადა
ჩინეთში ბავშვი მშობლების გარდაცვალებიდან 4 წლის შემდეგ დაიბადა

ჩინეთში ბავშვი მშობლების გარდაცვალებიდან 4 წლის შემდეგ დაიბადა. საქმე იმაშია, რომ ავიაკატასტროფამდე წყვილი ხელოვნური განაყოფიერებისთვის ემზადებოდა და ამ მიზნით რამდენიმე ემბრიონი გაყინა.

ავტოკატასტროფის შემდეგ კი გარდაცვლილების მშობლებმა ემბრიონების გამოყენება გადაწყვიტეს, თუმცა ეს დიდი ძალისხმევის ფასად დაუჯდათ. მსგავსი პრეცედენტის არარსებობის გამო ყველა საჭირო იურიდიული პროცედურების გავლა საკმაოდ რთული აღმოჩნდა. შესაბამისი სასამართლო ნებართვის მიღების შემდეგ, პრობლემა საავადმყოფოდან ემბრიონის გატანა გახდა, ამისთვის ის სხვა საავადმყოფოს უნდა მიეღო, მაგრამ შესაბამისი პრეცედენტების და საკანონმდებლო ჩანაწერების არარსებობის გამო, ამის მიღწევაც შეუძლებელი გახდა. გარდა ამისა, ჩინეთში კანონით არაა დაშვებული სუროგაცია. ამიტომ მშობლებს ემბრიონების საზღვარგარეთ გატანა დასჭირდათ - ეს იყო პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა. საბოლოოდ, გარდაცვლილების მშობლებმა გადაწყვიტეს, ლაოსში არსებული სუროგატი დედების სააგენტოს მომსახურებით ესარგებლათ, სადაც ეს კანონით დაშვებული იყო. თუმცა ახლა პრობლემა ემბრიონის გადატანასთან დაკავშირებით შეიქმნა. არცერთმა ავიაკომპანიამ ეს არ დაუშვა და მისი გადატანა მხოლოდ ერთადერთი გზით - ავტომობილით გახდა შესაძლებელი.  

ლაოსში სუროგატი დედის ხელოვნური განაყოფიერების შემდეგ, 2017 წლის დეკემბერში, სამყაროს კიდევ ერთი ჩინელი ბიჭი, ტიანტიანი მოევლინა. თუმცა სასურველი შვილიშვილი ლაოსში არ დაბადებულა. სუროგატი დედა ჩინეთში ტურისტული ვიზით ჩამოვიდა და იქ იმშობიარა. გარდაცვლილების მშობლებს კი დნმ-ის ანალიზიც ჩაბარება დასჭირდათ. ასე დამტკიცდა, რომ პატარა ტიანტიანი ნამდვილად მათი შვილიშვილია.