Facebook-სტატუსები
„მამუკა ბახტაძის პოლიტიკური გზავნილები კარგად გათვლილ პიარ–სვლებს ჰგავს, რაც დაეჭვების საფუძველს იძლევა“ - ზვიად ტომარაძე
„მამუკა ბახტაძის პოლიტიკური გზავნილები კარგად გათვლილ პიარ–სვლებს ჰგავს, რაც დაეჭვების საფუძველს იძლევა“ - ზვიად ტომარაძე

„მამუკა ბახტაძის პოლიტიკური გზავნილები კარგად გათვლილ პიარ–სვლებს ჰგავს, რაც დაეჭვების საფუძველს იძლევა“ – „დემოგრაფიული საზოგადოების“ დირექტორი ზვიად ტომარაძე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმადაც უმრავლესობა ფინანსთა მინისტრის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებას აპირებს.

“ბახტაძეს ასახელებენ პრეზიდენტობის კანდიდატად? ამ ბოლო დროს, ფინანსთა მინისტრი ისეთ პოლიტიკურ გზავნილებს ისვრის, თავისთავად დაეჭვების საფუძველს იძლევა. რასაც ამბობს კარგია, მაგრამ ზოგადად ფინანსთა მინისტრები ასეთ განცხადებებს არ აკეთებენ, თან ასე მოკლე პერიოდში ზედიზედ. შესაბამისად ეს ყველაფერი ძალიან კარგად გათვლილ პიარ–სვლებს უფრო წააგავს და მორიგი დაბოლების მცდელობა მგონია...
P.S. იმ ქვეყანაში სადაც, პრემიერი საბანკო სექტორიდანაა, ეკონომიკის მინისტრიც და ზოგადად მთელი ხელისუფლება ბანკებთან გადაფსკვნილია, მათ წინააღმდეგ ფინანსთა მინისტრი წავიდეს? ხალხი ასე ბრიყვი ჰგონიათ? თუმცა რატომაც არა:))“ - წერს ტომარაძე.