Facebook-სტატუსები
„ქართულმა ოცნებამ“ ახლა შეამჩნია, რომ თავზე ყოფილი „ნაციონალური მოძრაობა“ აზის” - სოსო მანჯავიძე
„ქართულმა ოცნებამ“ ახლა შეამჩნია, რომ თავზე ყოფილი „ნაციონალური მოძრაობა“ აზის” - სოსო მანჯავიძე

„ქართულმა ოცნებამ“ ახლა შეამჩნია, რომ თავზე ყოფილი „ნაციონალური მოძრაობა“ აზის” - ექსპერტი სოსო მანჯავიძე ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას აფასებს.

„რა დრო იყო ადრე,თავს რომ იმტვრევდნენ მწერლები სიუჟეტების ძებნით ან კიდევ პერსონაჟების გამოკვეთით. ახლა ეს პრობლემა მოიხსნა. ერთი დღე უყურე ქართულ მედიას და ყველა ჟანრის ნაწარმოების იდეაც და სიუჟეტიც მზადაა.

დღეს გამოვიდა პრემიერი კვირიკაშვილი და საზეიმოდ განაცხადა,რომ მსოფლიო სავალუტო ფონდი საქართველოს მთავრობის მუშაობას დადებითად აფასებს.

ზუსტად შემდეგ სიუჟეტში აჩვენებენ გამწარებულ აგარელ მუშებს,ერთი მათგანი ამბობს,მონობას გთხოვთ,მეტს ხომ არაფერს,ოღონდ ოჯახი ვარჩინოო. ამასობაში პარლამენტიდან თალაკვაძე აცხადებს რომ სტრეს-ტესტი ოცნებას გააძლიერებს ,,გუგული მაღრაძე დეპუტატებს ქცევის კოდექსს უდგენს, ქანთარია ბიძინას ჩარევას ითხოვს, იქით ფემინისტები ქოთქოთობენ, აქეთ ლომჯარია ერთნაირსქესიანების ქორწინების დაკანონებას ითხოვს, ნინია კაკაბაძე კი მაღალანაზღაურებადი თანამდებობით დააჯილდოვეს, ვინაიდან დისკრედიტირებულია.  ზარდიაშვილ-ჩინჩალაძე-მურუსიძემ სასამართლო რეფორმის მესამე ტალღა აღძრეს, ტელევიზიებში პირდაპირ ჭინკები დახტიან.

ქართულმა ოცნებამ ახლა შეამჩნია,რომ თავზე ყოფილი ნაციონალური მოძრაობა აზით,მაგრამ აქამდე ხმას არ იღებდნენ,რადგან ეს ნაცები "მათი სიამაყის" გუნდია.
ისეთი სიტუაციაა შექმნილი რომ ნებისმიერი მოქმედება აუცილებლად კომიკურ შეფერილობას იძენს. 

მოკლედ, რომელიღაც მისტიურ არსებას ათასი ძაფით უჭირავს საქართველოს მარიონეტების თეატრი და რაღაც გრანდიოზულ წარმოდგენას უჩვენებს მიღმიერ მაყურებელს.
ეს დემონური წარმოდგენა სულ უფრო ტრაგიკომიკურ ფორმებს მიიღებს,ვინაიდან შემაკავებელი ძალა არ არსებობს.

ადამიანს, როგორც წესი არც შეუძლია შეგნებულად იყოს შემაკავებელი,ის უბრალოდ ინსტიქტურად ქმნის დაცვის სტრუქტურას,სახელმწიფოს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება სოციუმის დაცვა, სახელმწიფო კი დაშალეს. არავინაა, ხელისუფლებაში, ვისაც პროცესი ესმის, მათი ცნობიერება გლუვია. ამიტომაც აღმოვჩნდით უფრო ქვეყანა იერარქიების ბატონობის ქვეშ.

P.S. ისე, გამოსავალი მაინც არსებობს. ჩვენც უნდა ვისწავლოთ ასეთი, მისტიური, შინაგანი სიცილი, ღიმილით და სიცილით ვუთხრათ ერთმანეთს სიმართლე ბოღმისა და გესლის გარეშე”- წერს სოსო მანჯავიძე.