კულტურა
ქვედა ჭალვანში მდებარე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შევიდა
ქვედა ჭალვანში მდებარე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შევიდა

ჭიათურის მუნიციპალიტეტი, სოფელ ქვედა ჭალვანში მდებარე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაშია შეტანილი.

გადაწყვეტილება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანების საფუძველზეა მიღებული.

სოფელ ქვედა ჭალვანში მდებარე ღვთისშობლის მიძინების სახელობის ეკლესია XIX – XX საუკუნეებით თარიღდება.