კულტურა
საქართველოს ელჩმა ყაზახეთში, რიგით მე–18 საერთაშორისო გამოფენაში „ტურიზმი და მოგზაურობა“ მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ელჩმა ყაზახეთში, რიგით მე–18 საერთაშორისო გამოფენაში „ტურიზმი და მოგზაურობა“  მიიღო მონაწილეობა

ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა  ელჩმა, ზურაბ აბაშიძემ რიგით მე–18  საერთაშორისო გამოფენაში „ტურიზმი და მოგზაურობა“ მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ელჩი საერთაშორისო გამოფენის გახსნით ცერემონიას დაესწრო და სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას. ზურაბ აბაშიძემ  ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ტურიზმის და  კულტურული ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკიდან ვიზიტორთა რიცხვი საგრძნობლად  გაიზარდა.

საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმის დეპარტამენტი და სხვადასხვა ქართული ბიზნეს -კომპანია წარმოადგენდა.

ვიზიტის ფარგლებში, ელჩმა  შეხვედრა გამართა ქართველ მღვდელმსახურთან და ყაზახეთის რესპუბლიკაში ალმატისა და ჟამბილის ოლქებში საქართველოს საპატიო კონსულთან, ასევე „ქართული კულტურული ცენტრის“ და  ყაზახეთის რესპუბლიკის ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებთან, მათ შორის „Kaspi Bank“- ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარესთან.

ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები განიხილეს.