საზოგადოება
„თბილისის ჩაის ფესტივალი“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა გახსნა
„თბილისის ჩაის ფესტივალი“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა გახსნა

ჩაისა და თაფლის საერთაშორისო ფესტივალი, მთაწმინდის პარკში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა გახსნა. „თბილისის ჩაის ფესტივალისამინისტროს, საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციისა და მთაწმინდის პარკის მიერ არის ორგანიზებული.

ფესტივალის მთავარი ამოცანაა მეჩაიეობის სფეროში ეკონომიკური ზრდის წახალისება, ერთობლივი ეკონომიკური რეგიონული პროექტების განხორციელება, ადგილობრივი საშუალო და მცირე მწარმოებლების მხარდაჭერა, ასევე საზოგადოებაში მომხმარებელთა შორის ნატურალური ჩაის პოპულარიზაცია და შიდა ბაზრის ათვისება.

დღევანდელ ფესტივალზე წარმოდგენილია ჩაის და თაფლის სეგმენტი, მონაწილეობას იღებენ ჩაის იმპორტიორებიც. ფესტივალი აჩვენებს თუ როგორი პროგრესია ყოველ წლიურად ამ სფეროში, ჩნდებიან ახალი კომპანიები და ვითარდებიან უკვე არსებულები. ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს, როგორც ტრადიციების შენარჩუნებას და განვითარებას, ასევე რეგიონში ამ დარგის აღორძინებას“ – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა თენგიზ სვანიძემ ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2005 წლიდან ის ყოველ წლიურად მეტ მონაწილეს აერთიანებს და დარგის პოპულარიზაციას ახდენს

ფესტივალში 10–მდე ქართული კომპანია და ასევე, უცხოელი მწარმოებლებიც იღებდნენ მონაწილეობას. ფესტივალზე ჩაისა და თაფლის უნიკალური სახეები იყო წარმოდგენილი.

თბილისის ჩაის ფესტივალში“ პარლამენტისა და მთავრობის წევრებმა, ასევე საქართველოში აკრედიტირებულმა საელჩოების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.