ეკონომიკა
არჩილ თალაკვაძე პარლამენტში ახალგაზრდა მენეჯერების სკოლის მონაწილეებს შეხვდა
არჩილ თალაკვაძე პარლამენტში ახალგაზრდა მენეჯერების სკოლის მონაწილეებს შეხვდა

უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე საქართველოს პარლამენტში ბელორუსიის საჯარო სამსახურის მენეჯერთა სკოლის (SYMPA) მონაწილეებს  შეხვდა.

შეხვედრაზე არჩილ თალაკვაძე ახალგაზრდა საჯარო მოხელეებს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე, საპარლამენტო საქმიანობაზე და ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციაზე ესაუბრა.

SYMPA-ს საგანმანათლებლო პროგრამა ყოველწლიურად ხორციელდება ბელორუსი საჯარო მოხელეებისთვის, ასევე, სამოქალაქო და ბიზნესის სფეროში მოღვაწე ადამიანებისთვის. პროგრამა ბელორუსში მმართველობის სისტემის გაუმჯობესებას ემსახურება. ამ მიზნით კი მონაწილეები  სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკას ეცნობიან.