საზოგადოება
ლევან კობერიძემ დედამიწის დღის აღსანიშნავად მოსახლეობასთან ერთად ხის ნერგები დარგო
ლევან კობერიძემ დედამიწის დღის აღსანიშნავად მოსახლეობასთან ერთად ხის ნერგები  დარგო

საქართველოს პარლამენტის წევრმა, გლდანი-მუხიანის  მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ, დედამიწის დღის აღსანიშნავად, მოსახლეობასთან ერთად ხის ნერგები დარგო.

„დღეს ძალიან პოზიტიური დღე გვქონდა. დედამიწის დღეს ადგილობრივებთან ერთად სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეები დავრგეთ. ჩვენ უნდა შევუქმნათ პირობები და ვასწავლოთ მომავალ თაობას, თუ როგორ მოვუაროთ გარემოს, ვიზრუნოთ მის სისუფთავეზე და შევქმნათ უკეთესი, სუფთა ჰაერით გაჯერებული საცხოვრებელი გარემო. მწვანე სივრცე- სუფთა ჰაერის წინაპირობაა და ამაში ჩვენც, მოსახლეობასთან ერთად, ჩვენი წვლილი შევიტანეთ",-განაცხადა ლევან კობერიძემ.

გამწვანების ღონისძიებაში, რომელიც  გლდანის 1-ლ მკ/ რაიონში, საფეხბურთო მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო, პარლამენტის წევრთან ერთად გლდანის რაიონის გამგებელი, ბექა მიქაუტაძე და საკრებულოს წევრი ოთარ გრიგოლია მონაწილეობდნენ.

დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომელიც  2010 წლიდან აღინიშნება.

ყოველწლიურად, ამ ღონისძიებას უერთდება მრავალი ორგანიზაცია და მოხალისე, რომლებიც ახორციელებენ სხვადასხვა ტიპის გარემოსდაცვით საქმიანობას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

დედამიწის დღე საქართველოში მასობრივი დასუფთავების აქციით და ხეების დარგვით აღინიშნა.