ეკონომიკა
საქართველოს საელჩომ აშშ-ში კულტურულ საღამოს Georgian Wines (Country) vs Georgian Wines (U.S. State) უმასპინძლა
საქართველოს საელჩომ აშშ-ში კულტურულ საღამოს Georgian Wines (Country) vs Georgian Wines (U.S. State) უმასპინძლა

საქართველოს საელჩომ აშშ-ში ორგანიზაცია Things To Do DC-სთან პარტნიორობით უმასპინძლა კულტურულ საღამოს Georgian Wines (Country) vs Georgian Wines (U.S. State). 

საქართველოს საელჩომ სტუმრებს საქართველოს ტურიზმის პოტენციალი და კულტურული ღირსშესანიშნაობები გააცნო. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს დესპანმა, გიორგი ციკოლიამ. მან ისაუბრა საქართველოს მდიდარი კულტურის შესახებ და სტუმრებს საქართველოს შესახებ გადაღებული ვიდეო რგოლები წარუდგინა.

ღონისძიებაზე, ქართული ღვინის პრეზენტაციას წარუძღვა აშშ-ში ქართული ღვინის იმპორტიორი კომპანიის წარმომადგენელი.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ქართული სამზარეულოს და ღვინის დეგუსტაცია.