საზოგადოება
საქართველოს ელჩი აშშ-ში Texas A&M უნივერსიტეტის ბუშის სახელობის საჯარო მმართველობის სკოლას ესტუმრა
საქართველოს ელჩი აშშ-ში Texas A&M უნივერსიტეტის ბუშის სახელობის საჯარო მმართველობის სკოლას ესტუმრა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე სიტყვით წარსდგა Texas A&M  უნივერსიტეტის ბუშის სახელობის საჯარო მმართველობის სკოლაში.

შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ ისაუბრა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაზე, მის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზე, საქართველოში მზარდ ტურიზმსა და ეკონომიკურ ტენდენციებზე. საქართველოს ელჩი, ასევე, შეეხო რუსეთის აგრესიის სახით ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს.

ტეხასში ვიზიტის ფარგლებში, დავით ბაქრაძე, ასევე, შეხვდა ბუშის საჯარო მმართველობის სკოლაში მოსწავლე ქართველ სტუდენტებს. უნივერსიტეტში გამოსვლით საქართველოს ელჩმა დაასრულა ორდღიანი სამუშაო ვიზიტი ტეხასის შტატში.