საზოგადოება
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ვეტერინარები სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში ვიზიტით იმყოფებიან
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ვეტერინარები  სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში ვიზიტით იმყოფებიან

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ლაბორატორიაში ვიზიტით იმყოფებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების ვეტერინარი სპეციალისტები. ვიზიტის მიზანია ეროვნული შესაძლებლობების გაძლიერება დაავადების გადამტანი ცხოველების გამოვლენისა და  დიაგნოსტიკის სფეროში. მიმდინარეობს ერთიანი სტრატეგიის შემუშავება, სადაც მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა საზოგადოებრივი ჯანდაცვის შენარჩუნებისათვის დაავადების ადრეულ და სწრაფ გამოვლენას მოლეკულური დიაგნოსტიკის საშუალებით.

30 კაციანი შემადგენლობის დელეგაციის წევრებმა ლაბორატორიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ადგილზე დაათვალიერეს. შეხვედრის დროს მათ საშუალება ჰქონდათ ლაბორატორიის შესაძლებლობების ადგილზე გაცნობა, სხვადასხვა აპარატურისა და მეთოდების ვალიდაცია-ვერიფიკაციის შესახებ პრაქტიკული ინფორმაციის მიღება. ასევე, დარგის სპეციალობების მიხედვით გამოცდილების გაზიარება.

მათ ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის სპეციალისტებისგან მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. ძირითადი ყურადღება გამახვილდა ლაბორატორიაში დანერგილ და საერთაშორისოდ აკრედიტირებულ კვლევის მეთოდებზე, ასევე, ბიოუსაფრთხოებისა და ხარისხის მართვის სისტემაზე.

 

 

 

  23 / 04 / 2018