მსოფლიო   NEWS
სომხეთში მიმდინარე საპროტესტო აქციას სამხედროებიც შეუერთდნენ
სომხეთში მიმდინარე საპროტესტო აქციას სამხედროებიც შეუერთდნენ

სომხეთის დედაქალაქ ერევანში სტუდენტების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციას ქვეყნის შეიარაღებული ძალების ნაწილი შეუერთდა. აღნიშნულ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება" ავრცელებს. 

მედიასაშუალების სომხური სამსახურის კორესპონდენტს აქციაზე მისულმა ერთ-ერთმა სამხედრომ დაუდასტურა, რომ იქ სამხედრო ნაწილიდან მივიდნენ, რადგან ხალხთან ყოფნა სურთ. 

სომხეთში 13 აპრილიდან მასობრივი აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტები თავდაპირველად ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარქისიანის პრემიერმინისტრად არჩევას ეწინააღმდეგებოდნენ, თუმცა პარლამენტმა ის 17 აპრილს აღნიშნულ თანამდებობაზე მაინც დაამტკიცა. ამის შემდეგ საპროტესტო აქციები სარქისიანის გადადგომის მოთხოვნით მიმდინარეობს.