Facebook-სტატუსები
„ეს ტრაგედია ყველა ოჯახს შეიძლება დაატყდეს, თუ დაუყოვნებლივ არ შევაჩერებთ” - ჯონდი ბაღათურია „კლუბური ნარკოტიკით“ მოზარდების გარდაცვალების საგანგაშო სტატისტიკაზე საუბრობს
„ეს ტრაგედია ყველა ოჯახს შეიძლება დაატყდეს, თუ დაუყოვნებლივ არ შევაჩერებთ” - ჯონდი ბაღათურია „კლუბური ნარკოტიკით“ მოზარდების გარდაცვალების საგანგაშო სტატისტიკაზე საუბრობს

„ეს ტრაგედია ყველა ოჯახს შეიძლება დაატყდეს, თუ დაუყოვნებლივ არ შევაჩერებთ” – „ქართული დასის“ ლიდერი, ჯონდი ბაღათურია „კლუბური ნარკოტიკით“ მოზარდების გარდაცვალების საგანგაშო სტატისტიკაზე საუბრობს:

„გთხოვთ, გაავრცელოთ და ხალხს შეატყობინოთ!

მხოლოდ ბოლო 4 დღის განმავლობაში თბილისში უკვე 12 მოზარდი გარდაიცვალა ”კლუბური ნარკოტიკით”!

მარტო დღეს 7 მოზარდის გვამი ესვენა ექსპერტიზის ბიუროში!

ეს ტრაგედია ყველა ოჯახს შეიძლება დაატყდეს, თუ დაუყოვნებლივ არ შევაჩერებთ,

პოლიცია უფლება აყრილი და სრულიად პარალიზებულია!

ტელევიზიებიც არ აშუქებენ!

რადგან ეს კლუბები უმაღლესი თანამდებობის პირებს ეკუთვნის, ისინი კრიშავენ და ისინი მდიდრდებიან ნარკოტიკების გაყიდვით!

ნუ დავტოვებთ ამ ბავშვების მშობლებს მარტო ამ დიდ ბოროტებასთან!

კანონის ძალით შური ვიძიოთ ”სიკვდილით მოვაჭრეებზე”!

ყველას არ შეუძლია იარაღის ხელში აღება და ბრძოლა თანამდებობაზე მოკალათებულ ნარკომოვაჭრეებთან, ამ ”გალსტუკიან წამლის ბარიგებთან”- წერს ჯონდი ბაღათურია.