ეკონომიკა
კვირიკაშვილი: "ლარის კურსის ცვალებადობით ქვეყანაში არანაირი საგანგაშო მდგომარეობა არ არის"
კვირიკაშვილი: "ლარის კურსის ცვალებადობით ქვეყანაში არანაირი საგანგაშო მდგომარეობა არ არის"

ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ლარის კურსის შენარჩუნების სტრატეგიებზე საუბრობს. მისი თქმით, ერთადერთი სტრატეგია ადგილობრივი წარმოების განვითარება და ექსპორტ-იმპორტის ბალანსის გაუმჯობესებაა.

"ჩვენი სტრატეგია ამ საკითხთან დაკავშირებით არის ადგილობრივი წარმოების განვითარება და ექსპორტ-იმპორტის ბალანსის გაუმჯობესება. ესაა ერთადერთი სტრატეგია, რომ კურსებს შორის არსებული ბალანსი შეიცვალოს", - განაცხადა კვირიკაშილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე განმარტებით, ლარის კურსის ცვალებადობით ქვეყანაში არანაირი საგანგაშო მდგომარეობა არ არის.

"კურსის ცვლილება განპირობებულია იმით, რომ პერიოდული, სეზონური ცვლილებებია ეკონომიკაში", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.