ეკონომიკა
შალვა ფიფია და კახა კალაძე ქობულეთის სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდნენ
შალვა ფიფია და კახა კალაძე ქობულეთის სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდნენ

დღეს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე სოფელ ქობულეთში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას და ექსპორტიორებს შეხვდნენ.

სოფელთან მისასვლელი გზები პრაქტიკულად უკვე გაწმენდილია, ასევე აღდგენილია სოფლების ელექტოენერგიით მომარაგებაც. გზების გაწმენდით სამუშაოებში აქტიურად იყო ჩართული შპს მექანიზატორის ტექნიკაც.

მოსახლეობასთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით ნატროშვილი და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე.

მოსახლეობა კმაყოფილია მთავრობის მიერ ოპერატიულად განხორციელებული დახმარებითა და თანადგომით.