ეკონომიკა
ხადური კრიზისების მართვის საბჭოს შექმნას მიესალმება
ხადური კრიზისების მართვის საბჭოს შექმნას მიესალმება

ნოდარ ხადურის განმარტებით, კრიზისების მართვის საბჭოს მუშაობა ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების ხარჯვას არ გამოიწვევს.

როგორც საქართველოს ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, გუშინ შექმნილი კრიზისების მართვის საბჭოს მუშაობა კრიტიკულ სიტუაციაში სახსრების უფრო ოპტიმალურად ხარჯვას უზრუნველყოფს.

"წლის განმავლობაში ძალიან ბევრი სტიქიური უბედურება მოხდა, თითქმის ყოველი კვირის შუალედით. არის საკითხები, რომელთაც ოპერატიული გადაწყვეტა სჭირდება. სწორედ, ამიტომ შეიქმნა ეს საბჭო, რომელსაც თავად პრემიერი უხელმძღვანელებს და ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილებების მიღების პროცესის დაჩქარების კარგი საშუალება იქნება", - განაცხადა ხადურმა.

მისივე თქმით, კრიზისების მართვის საბჭოს შემადგენლობაში მინისტრები და მათი უწყებების თანამშრომლები შედიან.